
უშანგი ხუმარაშვილი
კატეგორია | Abstract expressionism |
პერსონალური გამოფენების გარდა, იგი მონაწილეა მრავალი ჯგუფური გამოფენისა და საერთაშორისო ბიენალესი. მათ შორის იყო: თეატრისა და კინოს მხატვართა გამოფენა (თბილისი, მოსკოვი. 1979), საერთაშორისო გამოფენა-სიმპოზიუმი (სოჭი. 1994), თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (თბილისი. 1996), საერთაშორისო ბიენალე „ჩრდილი“ (თბილისი. 1996), გამოფენა „N” გალერეაში (თბილისი. 1998), გამოფენა „შეხვედრა ფიროსმანთან“ თანამედროვე გერმანელ მხატვრებთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმში (2006), საერთაშორისო ბიენალე (განჯა, აზერბაიჯანი. 2006).