რუსუდან ფეტვიაშვილი
ფიქრების ფერებად გადმოცემის დიდოსტატი - რუსუდან ფეტვიაშვილი. მხატვარი განუმეორებელ ხელწერას ფლობს, რომელიც არასდროს არავისში შეგეშლებათ – ულამაზესი პროფილები, ხაზები, სახის ნაკვთები, ფერები, წვრილი, ერთი ხელის მოსმით დადებული კონტურები. ხატვა, რომ დაიწყო 2 წლისაც არ იყო და 6 წლის ასაკში პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში შესრულებულ ნამუშევრებში ჩანს სამყარო, რომელიც დროს არ ემორჩილება. მისი ილუსტრაციებით გამოცემულია წიგნები: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, “ქართული ზღაპრები”, ეკა ბაქრაძის ლექსების კრებული. შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში “XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი”. მხატვრის ნიჭიერებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უწმინდესმა სწორედ მას ჩააბარა წმინდა ოთხთავის დიდი უნიკალური ხელნაწერი ეგზემპლარის ილუსტრირება, რომელიც სამების საკათედრო ტაძრისთვის დამზადდა. 2022 წელს "ნობლესმა" გამოსცა მხატვრის პრემიუმ ხარისხის სამენოვანი კატალოგი (ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული).
ABOUT THE ARTIST
მხატვარი მუშაობს გამოფენებზე

17 - 27 Დეკემბერი 2022
რუსუდან ფეტვიაშვილი | დიმა ფეტვიაშვილი "ორ სამყაროს შორის"
რუსუდან ფეტვიაშვილისა და დიმა ფეტვიაშვილი გამოფენა "ორ სამყაროს შორის".