ანრი მაჭავარიანი
ანრი მაჭავარიანი 16 წლის ასაკში ჩაირიცხა პარიზის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სარეკლამო კომპანიის არტ-დირექტორად, შემდეგ კრეატივ-დირექტორად

1982 წელს შედგა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა მილანში.
ანრი გახდა თავისუფალი ილუსტრატორი, რომელიც ქმნიდა ნამუშევრებს სხვადასხვა რედაქციისა და სარეკლამო სააგენტოსთვის. აკეთებდა პლაკატებს, იწვევდნენ იაპონიაში, გერმანიაში. მისი სტილი ძალიან მოსწონდათ. იგი აღიარებულია საუკეთესო ილუსტრატორად რეკლამის ბიზნესსა და მოდის სამყაროში. მისი ნამუშევრები მრავალჯერ დაჯილდოვდა პრესტიჟული ნომინაციებით.