ჯემალ კუხალაშვილი

ჯემალ კუხალაშვილმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1980‑იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი შემოქმედება განსაკუთრებული პერსონალურობით გამოირჩევა. მხატვრისეული სამყაროს აღქმა კი იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ თითქოს ვერ იტევს და ვერც ტილოზე ხატევს. ჯემალ კუხალაშვილის სამყაროს მოდელში ერთი „დიდი აურზაური და ქაოსია…“ და აქ თავს იჩენს მხატვრის საოცარი ნიჭი, საოცარი ფლობა სახვით-გამომსახველობითი ხერხების, ნახატისა თუ ფერადოვანი კომპოზიციისა, რაც ნამუშევრებში მხატვრულ წესრიგს განაპირობებს, წესრიგს, რომელსაც წესები არ აქვს და რომელიც ირაციონალური შემოქმედებითი პროცესის შედეგია.

„ჩემთვის სურათი მკაფიოა და ფილოსოფიურ დატვირთვას არ ემსახურება. მე ისე ვხატავ, როგორც გარე სამყარო მკარნახობს. ვიცი, ჩემს სეანსს მაყურებელი შეუერთდება და როგორც დაამცირებს, ისევე აღიარებს…
არასდროს ვიცი ბოლო შედეგით, ნოეს კიდობნისა არ იყოს, სად გამრიყავს გადარჩენისა და დამკვიდრების გაუნელებელი სურვილი“-
წერს საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე ჯემალ კუხალაშვილი.

Menu

კალათა

No items in cart
Art Gallery Noblesse

დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის სასურველი თარიღით

ამჟამად არცერთი ღონისძიება არ იძებნება

Contact Info | საკონტაქტო ინფორმაცია

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

ჩვენ დაგიკავშირდებით უმოკლეს ხანში. შეამოწმეთ მეილი.

ERROR!

გააკეთე ჯავშანი

შეკვეთის გასაკეთებლად შეავსეთ მონაცემები. ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ ყველა დეტალზე შესათანხმებლად

მადლობას გიხდით ჯავშნისთვის!

თქვენი შეკვეთა წარმატებით გაიგზავნა. ჩვენი თანამშრომელი მალე დაგიკავშირდებათ ყველა დეტალის გასარკვევად